Tuesday, July 24, 2018

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო.მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის,ასევე ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესობისკენ.
დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები.
ვისაუბრეთ,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა.მან ა ღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ე.ი.პორტფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.

დიდი მადლობა თამარ მოლაშვილს არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის.დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ტრენინგს,ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებას!!!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Friday, July 20, 2018

მერვე დღე

მერვე დღეს ვისაუბრეთ იმაზე რომ საჭიროა მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებებისგათვალისწინება. მოსწავლეები ყველაზე კარგადმაშინ სწავლობენ,როცა ნათელ და მკაფიო ინსტრუქციას იღებენ დავალების შესასრულებლად. ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შესაბამისი გრაფა, ვისაუბრეტ რესურსების ფასილიტაციაზე და მისი მასალების შექმნაზე, ვიმუშავეთ Google forms-ის შექმნაზე,შევქმენით მოსწავლეთა კითხვარი და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეექვსე დღე

ეს დღე იყო მეტად საინტერესო, ვიმუშავეთ პრეზენტაციის ჩაშენებაზე, პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგში,  გავეცანით საავტორო უფლებებს, დავიწყეთ  მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშების შექმნაზე  მუშაობა.

მეხუთე დღე

დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.ჩემთვის ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე.
შევისწავლეთ ისეთი საკითხები,როგორიცაა შეფასების მეთოდები,საშუალებები და ინსტრუმენტები.
გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, ჩამოვწერეთ მიზნები,ასევე ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე.
დღევანდელი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.



მეოთხე დღე

დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ სწავლა-სწავლების ხარისხის მართვაზე,რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე,ზრუნვასა და კონტროლზე.ასევე,იმის შესახებ რომ საგაკვეთილო პროცესში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სწავლის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის ინფორმირებულად დაგეგმვა. დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.